![]() |
| ვლადიმერ პუტინი |
გავლენიანი ამერიკული სააგენტო Bloomberg-ი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვის შესახებ წერს. როგორც სააგენტომ ამ გარემოცვის ორ ყოფილ წევრზე დაყრდნობით გაარკვია, პუტინი ახლა მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურების რამდენიმე რადიკალ მაღალი თანამდებობის პირს ენდობა. უახლოესი გარემოცვის ყოფილი წევრები Bloomberg-თან საუბრისას აცხადებენ, რომ პუტინი აღარ ენდობა ბიზნესმენებს, რომლებიც მასთან მეგობრობით გამდიდრდნენ და ახლა, ყველაზე მეტად ზარალდებიან აშშ-ს და ევროკავშირის სანქციებით.
სააგენტოს ინფორმაციით, პუტინის უახლოეს გარემოცვაში ახლა შედის რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, ФСБ-ს დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი, საგარეო დაზვერვის შეფი მიხეილ ფრადკოვი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი იშორებს იმ მაღალჩინოსნებსაც, რომლებიც მას ჯერ კიდევ პეტერბურგის მერიიდან მოჰყვებიან.
როგორც Bloobmerg-ს რუსეთის ყოფილმა სენატორმა და „მეჟპრომბანკის“ დამაარსებელმა სერგეი პუგაჩევმა განუცხადა, პუტინთან ახლო მეგობრობა და ლოიალობა, უკვე არაფერს წყვეტს.
„რაში ჭირდება მას მეგობრები, თუ მოსახლეობის 85% მას მხარს უჭერს“, - აცხადებს პუგაჩევი.

0 comments:
Post a Comment