Pages

Sunday, January 18, 2015

სამტრედიის სოფელში მომხდარი მკვლელობის დეტალები და სასამართლოს მიერ გამართლებული შვილის მკვლელობაში ბრალდებული მამა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში, შვილის მკვლელობაში ბრალდებული მამა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა.  შვილის მკვლელობაში ბრალდებული ო.ბ.-ს ინტერესებს იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატი მერაბ წულაია იცავდა.   შემთხვევა 2014 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, ო. ბ.-მ თავისი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კამათისა და ფიზიკური დაპირისპირებისას საოჯახო ტიპის დანით მუცლის არეში სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა თავის შვილს პ. ბ-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო  ო. ბ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მისცეს.  ბრალდებული აცხადებდა, რომ ის თავის შვილთან ერთად მარტო ცხოვრობდა, ხოლო მათი შემოსავლის ძირითად წყაროს  სოციალური დახმარება წარმოადგენდა.  „შვილი ხშირად სთხოვდა მამას ფულს, რადგან მაღაზიაში  ვალები ჰქონდა. გარდა ამისა, სოციალურ ნიადაგზე წამოჭრილი დავისას მამას ხშირად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.   2014 წლის 24 აპრილს, მორიგი დავისას  პ. ბ.-მ შეშის ნაჭერით დაზიანება მიაყენა მამას თავის არეში.  ო. ბ.-მ  გადაწყვიტა გარიდებოდა მის მიმართ აგრესიულად განწყობილ შვილს და  მეზობელთან გადავიდა. ო. ბ. ცოტა ხანს იმყოფებოდა მეზობელთან, შემდეგ კი ეგონა, რომ მისი შვილი დაწყნარდა და  სახლში შევიდა, თუმცა მამის დანახვაზე გაღიზიანებულმა პ. ბ.-მ კვლავ გამოხატა აგრესია მამის მიმართ და შეაგინა. შემდეგ უნდოდა იქვე მდებარე წალდის აღება და მამისათვის დარტყმა, მაგრამ ო.ბ.-მ წალდზე ფეხი დაუბიჯა. ამ მომენტში პ.ბ.-მ მოიმარჯვა იქვე დადებული საოჯახო დანა და მამისათვის დარტყმას აპირებდა, რა დროსაც ო.ბ.  მაჯაში სწვდა  შვილს, შემოუტრიალა ხელი, რის შემდეგაც დანა პ.ბ.-ს მუცლის მიმართულებით მოექცა და მას სასიკვდილო დაზიანება მიაყენა,“ - ამბობს ადვოკატი მერაბ წულაია.  სასამართლო პროცესზე ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებულს საკუთარი შვილის მოკვლის განზრახვა არ ჰქონდა და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.  საბოლოოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შვილის მკვლელობაში ბრალდებული მამა შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.


სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში, შვილის მკვლელობაში ბრალდებული მამა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა.
შვილის მკვლელობაში ბრალდებული ო.ბ.-ს ინტერესებს იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატი მერაბ წულაია იცავდა.
 შემთხვევა 2014 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, ო. ბ.-მ თავისი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კამათისა და ფიზიკური დაპირისპირებისას საოჯახო ტიპის დანით მუცლის არეში სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა თავის შვილს პ. ბ-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო  ო. ბ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მისცეს.
ბრალდებული აცხადებდა, რომ ის თავის შვილთან ერთად მარტო ცხოვრობდა, ხოლო მათი შემოსავლის ძირითად წყაროს  სოციალური დახმარება წარმოადგენდა.
„შვილი ხშირად სთხოვდა მამას ფულს, რადგან მაღაზიაში  ვალები ჰქონდა. გარდა ამისა, სოციალურ ნიადაგზე წამოჭრილი დავისას მამას ხშირად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.   2014 წლის 24 აპრილს, მორიგი დავისას  პ. ბ.-მ შეშის ნაჭერით დაზიანება მიაყენა მამას თავის არეში.  ო. ბ.-მ  გადაწყვიტა გარიდებოდა მის მიმართ აგრესიულად განწყობილ შვილს და  მეზობელთან გადავიდა. ო. ბ. ცოტა ხანს იმყოფებოდა მეზობელთან, შემდეგ კი ეგონა, რომ მისი შვილი დაწყნარდა და  სახლში შევიდა, თუმცა მამის დანახვაზე გაღიზიანებულმა პ. ბ.-მ კვლავ გამოხატა აგრესია მამის მიმართ და შეაგინა. შემდეგ უნდოდა იქვე მდებარე წალდის აღება და მამისათვის დარტყმა, მაგრამ ო.ბ.-მ წალდზე ფეხი დაუბიჯა. ამ მომენტში პ.ბ.-მ მოიმარჯვა იქვე დადებული საოჯახო დანა და მამისათვის დარტყმას აპირებდა, რა დროსაც ო.ბ.  მაჯაში სწვდა  შვილს, შემოუტრიალა ხელი, რის შემდეგაც დანა პ.ბ.-ს მუცლის მიმართულებით მოექცა და მას სასიკვდილო დაზიანება მიაყენა,“ - ამბობს ადვოკატი მერაბ წულაია.
სასამართლო პროცესზე ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებულს საკუთარი შვილის მოკვლის განზრახვა არ ჰქონდა და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
საბოლოოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შვილის მკვლელობაში ბრალდებული მამა შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. 

0 comments:

Post a Comment