Sunday, January 18, 2015
საქართველოს საგარეო უწყება უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის თაობაზე ინფორმაციას ამოწმებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის თაობაზე ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, საკონსულოს არაოფიციალური წყაროებიდან აქვს მიღებული ინფორმაცია დონეცკის მახლობლად ერთი ქართველი მებრძოლის დაღუპვისა და სამის დაჭრის თაობაზე, თუმცა ვერც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და ვერც სხვა ოფიციალური სტრუქტურები ფაქტს ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ.
არსებული ინფორმაციით კი, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის დონეცკის აეროპორტთან მომხდარ შეტაკებებს ერთი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ სამი მეომარი კი დაჭრილია. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Subscribe to:
Post Comments (Atom)

0 comments:
Post a Comment