Pages

Sunday, January 18, 2015

შსს 2014 წლის იანვარ-დეკემბრის თვეებში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

შსს 2014 წლის იანვარ-დეკემბრის თვეებში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს


შსს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
„2014 წლის დეკემბრის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 2250 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1340 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 59,56%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -15,35 %“,-ნათქვამია შსს -ს  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
მათივე ცნობით, 2014 წლის იანვარ-დეკემბრის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 26479 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 17805 დანაშაული.
„დანაშაულის გახსნის პროცენტია 67,24%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -16,45 %“,-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

0 comments:

Post a Comment