ერაყის ქალაქ მოსულში, ტერორისტებმა მრუშობის გამო, ქალი ქვებით ჩაქოლეს, ხოლო ორი გეი კი სახლის სახურავიდან გადმოაგდეს, რის შემდეგაც ფოტოები საკუთარ ფეისბუქებზე ატვირთეს.
The Daily Beast-ის ინფორმაციით, ფოტოებზე დოკუმენტურად არის აღბეჭდილი, როგორ აგდებენ მამაკაცებს შენობის სახურავიდან. გეების მკვლელობას ხალხი თვალს ადევნებდა.
ტერორისტებმა, ფეისბუქების საკუთარ გვერდზე ატვირთეს ორი ქურდის ჯვარზე გაკრული ფოტოებიც. ისინი ჯერ მოკლეს და შემდეგ გვამები ჯვარზე გააკრეს.
ფოტოების გავრცელება სოცქსელში 15 იანვრიდან დაიწყო.
ჩარლზ ლისტერი ბრუკინგსის ინსტიტუტიდან დოჰაში, წერს: "სახალიფოს მართვაში მთავარია შარიათის კანონების მკაცრი დაცვა". როგორც სჩანს, ახალი პროპაგანდისტული კამპანია მოუწოდებს "ხალიფატის" მოსახლეობას სირიასა და ერაყში, მკაცრად დაიცვან კანონები.





0 comments:
Post a Comment