ვითარება ისევ დაიძაბა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში. ამბოხებულებსა და ანტიტერორისტულ ძალებს შორის შეტაკებები გრძელდება. პრორუსი სეპარატისტები დონეცკის აეროპორტზე კონტროლის მოპოვებას ცდილობენ. აეროპორტთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები ვრცელდება.
სეპარატისტები ამტკიცებენ, რომ აეროპორტი მთლიანად დაიკავეს და ტერიტორიაზე არც ერთი უკრაინელი სამხედრო აღარ იმყოფება. ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრში აცხადებენ, რომ დონეცკის აეროპორტი ამ დრომდე დაპირისპირების ეპიცენტრად რჩება.

0 comments:
Post a Comment