Pages

Sunday, January 18, 2015

უკრაინაში ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი დაიღუპა

თამაზ სუხიაშვილი

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილია, რომელიც ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხადან იყო. მომხდარი ტრაგედიის შესახებ ოჯახს უკვე შეატყობინეს. ქართველ ჯარისკაცს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ოჯახის წევრების განცხადებით, თამაზ სუხიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2012 წლამდე მსახურობდა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.

გარდა ამისა, როგორც "რუსთავი 2"-ის ეთერში უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა დავით მაყიშვილმა განაცხადა, თამაზ სუხიაშვილი დონეცკის აეროპორტის შტურმის დროს დაიღუპა. მასთან ერთად დაიჭრა კიდევ სამი ქართველი, თუმცა დაჭრილი ქართველების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

0 comments:

Post a Comment