Pages

Sunday, January 25, 2015

ეუთომ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვაში პრორუსი სეპარატისტების დაადანაშაულა

ეუთომ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვაში პრორუსი სეპარატისტების დაადანაშაულა
„გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის საარტილერიო დანადგარი

აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი ეუთოს მონიტორინგის მისია მივიდა დასკვნამდე, რომ დონეცკის ოლქის ქალაქი დებალცევო „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მიერ კონტროლირებადი პოზიციებიდან „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის საარტილერიო დანადგარიდან დაიბობმა.
„სპეცილური მონიტორინგის მისიამ დააფიქსირა, აუფეთქებელი 7 რაკეტა. ჭურვების დაცემით გაჩენილი ღრმულების ანალიზმა, რომელიც მონიტორინგის მისიამ თავად ჩაატარა, აჩვენა, რომ „გრადი“ ისროდა დასავლეთიდან, სადაც „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მიერ კონტროლირებადი გორლოვკა(ჰორლივკა) მდებარეობს“, - ნათქვამია ეუთოს განცხადებაში.
ეუთოს დამკვირვებლებმა დაადგინეს, რომ დებალცევოსთან „გრადის“ 30 ჭურვი აფეთქდა. ამ დაბომბვის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტები არც „ფრონტის მეორე მხარეს“ მყოფ მშვიდობიან დონეცკელებს ინდობენ და დასახლებულ პუნქტებს ყველა ტიპის არტილერიით მასირებულად ბომბავენ. მშვიდობიან მოსახლეობაში არის მსხვერპლი. უგლეგორსკში „გრადიდან“ დაბომბვის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაიჭრა. 
სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა რაც 13 იანვრის დონეცკის ოლქის ქალაქ ვოლნოვახთან უკრაინელი ძალოვანების ბლოკ-საგუშგო „გრადიდან“ დაიბობმა. ერთ-ერთი სამგზავრო ავტობუსიდან რამდენიმე მეტრში აფეთქდა და 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. უკრაინის პროკურატურამ ინციდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.
უკრაინის უშიშროების საბჭოს განცხადებით, სეპარატისტები დონბასში „გრადებს“ აქტიურად იყენებენ. რეაქტიული არტილერიის დანადგარებით დაიბომბა დონეცკის ოლქის არტიომოვსკის, მარინსკის და იასონოვატსკის რაიონები, ასევე ლუგანსკის ოლქის პოპასნიანსკის რაიონი.
ამასთან სეპარატისტები დონეცკელებს ცოცხალ ფარად იყენებენ და ცეცხლს დასახლებული რაიონებიდან ხსნიან.
სეპარატისტები განსაკუთრებით გააქტიურდნენ ქალაქ დონეცკში და მის მიმდებარე დასალხებულ პუნქტებში. მათი მთავარი სამიზნე დონეცკის აეროპორტია.
სეპარატისტთა მიერ ზავის დარღვევისა და აქტიური სამხედრო მოქმედებების განახლების საპასუხოდ უკრაინის არმიამ მასირებული ცეცხლის გახსნის ბრძანება მიიღო, ხოლო უკრაინის ქალაქებში უკრაინელ სამხედროთა სოლიდარობის მარშები გაიმართა.

0 comments:

Post a Comment