Pages

Wednesday, January 21, 2015

კიევი: უკრაინელი სამხედროების პოზიციებს რუსული ჯარი დაესხა თავს

კიევი: უკრაინელი სამხედროების პოზიციებს რუსული ჯარი დაესხა თავს
ლუგანსკთან განლაგებული უკრაინელი სამხედროების პოზიციები
უკრაინის უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, გუშინ 20 იანვარს, ლუგანსკთან განლაგებულ უკრაინის ჯარების პოზიციებზე რუსეთის რეგულარულმა შენაერთებმა მიიტანეს იერიში.
ანტიტერორისტული ოპერაციის პრესმდივნის ანდრეი ლისენკოს განცხადებით, რუსულ შენაერთებთან ბრძოლები გაიმართა ლუგანსკის ოლქის დასახლებული პუნქტის კრიმსკის მახლობლად, 29-ე და 31-ე ბოლკსაგუშგოებთან. მან დასძინა, რომ სამთვრობო ჯარებმა „ზემიგორიესა და სლავიანოსერბსკს შორის რუსული ჯარების წინსვლის შეჩერება მოახერხეს“.
ლისენკოს განცხადებით, 19 იანვარს „სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ორი, 400-400 კაციანი, ტაქტიკური მოტომსროლელი ჯგუფი, შევიდა“. მან აღნიშნა, რომ 20 იანვარს უკრაინის დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ „უკრაინის საზღვარს კიდევ 3 რუსული მოტომსროლელი ბატალიონი მიუახლოვდა“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ჯარების შეყვანა კვლავ კატეგორიუალდ უარყო.

0 comments:

Post a Comment