„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ და პატიმართა ოჯახის წევრები საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
აქციის მიზანს წარმოადგენს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოწოდება პენიტენციურ სისტემაში არსებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტების აღკვეთისკენ.
„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით მიმართავს და მოუწოდებს კანონით გათვალისწინებული რეაგირებისაკენ, იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელზეც N7 საპყრობილეში განთავსებული მსჯავრდებულები საუბრობენ.
აქცია 20 იანვარს, 13:00 საათზეა დაგეგმილი.

0 comments:
Post a Comment