Pages

Saturday, January 24, 2015

იური ვაზაგაშვილმა მითხრა, რომ მის საქმეში ახალი მოწმეები გამოჩნდნენ, რომლებიც უკრაინაში იმყოფებოდნენ

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ჯაზუ"-ში იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ის იური ვაზაგაშვილს პირადად შეხვდა და მისგან იცოდა, რომ საქმეებში ახალი მოწმეები გამოჩდნენ. 
"მე მქონდა შეხვედრა რამდენიმე დღით ადრე ტრაგედიამდე. მქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა და დაგეგმილი გვქონდა შემდეგი შეხვედრა. ჩვენ გვქონდა ასეთი გეგმა, რომ სანამ არ დასრულდებოდა გამოძიება, მე მაქსიმალურად მის გვერდით დავდგებოდი, რომ ყოველგვარი ეჭვი გაქარწყლებულიყო იმისა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯებოდა. ბატონი იურისგან ვიცი, რომ დასასრულ ფაზაში შედიოდა გამოძიება, როგორც თვითონაც ამბობდა, ძალიან გახარებული იყო, რომ ახალი მოწმეები გამოჩდნენ უკრაინიდან, რომლებიც ამყარებდნენ გამოძიების ეჭვებს და პრაქტიკულად ვისზეც ეჭვი ჰქონდა ბატონ იურის, ყველანი ხვდებოდნენ პასუხისმგებლობის ქვეშ.
მან გვარებიც ბევრი დაასახელა, როგორც თვითონ მითხრა, გამოძიებამ იცის მათ შესახებ. მიზანი ალბათ იყო მოწმეების დაშინება, რომ ხელი შეშლოდა გამოძიებას, რომ ვინმე გადაურჩეს კიდევ, ვინც მონაწილეობდა მისი შვილის მკვლელობაში. მეორე ვერსიაა, რაც ორივე ერთად ძალიან კარგად მუშაობს, რომ ამ ჯგუფს იმედი აქვთ ქვეყანაში შანტაჟი და არეულობა, შიში და ნიჰილიზმი გამოიწვიონ, რომ მათ მოახერხონ თავის გადარჩენა. გარწმუნებთ, ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ ვერავინ ვერ შეძლებს ამას და ყველა ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საშინელებაში, მკაცრად აგებს პასუხს." -  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

0 comments:

Post a Comment