Pages

Saturday, January 24, 2015

წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა პირმა ორ პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა და მიიმალა

წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა პირმა ორ პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა და მიიმალა


ლიკანში მოქალაქემ ორი პოლიციელი დაჭრა. ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 
"მიმდინარე წლის 23 იანვარს, ლიკანში, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ფეხით პატრულირებას ახორციელებდნენ, რა დროსაც წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ, დანახვისთანავე, შემხვედრ პოლიციელებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. პოლიციელებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ბორჯომის რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდათ, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.
მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შალვა აბულაძის დასაკავებლად. თუ ფლობთ აღნიშნული პირის ადგილსამყოფელის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას, მიმართეთ პოლიციის განყოფილებას ან დარეკეთ 112-ზე." - ნათქვამია განცხადებაში. 
ცნობისთვის, შალვა აბულაძე, რამდენიმე თვის წინ, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მართავდა აქციებს.

0 comments:

Post a Comment