![]() |
| ნინო ბურჯანაძე |
პარტია "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს ეჭვი ეპარება, რომ შს ახალი მინისტრი ვახტანგ გომელაური შეძლებს, წინ აღუდგეს იმ არეულობას, რომელსაც ბურჯანაძე რამდენიმე თვეში პროგნოზირებს.
ბურჯანაძის თქმით, არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ საქართველოში უკრაინის სცენარი განვითარდეს.
"მინდა ვუსურვო ბატონ გომელაურს წარმატება იმიტომ, რომ შს მინისტრის ნორმალური და კარგი მუშაობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ნამდვილად, მისი ბიოგრაფია არ მაძლევს იმის საფუძველს, რომ იმედი მქონდეს, მასშტაბური ცვლილებების განხორციელების და იმედი მქონდეს, რომ იმ არეულობას, რომელსაც რამდენიმე თვეში გეგმავენ ჩვენს ქვეყანაში, წინ აღუდგეს გომელაური. არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ საქართველო აქციონ კიდევ უფრო მეტად, ორი სახელმწიფოს დაპირისპირების საგნად და უკრაინის სცენარი გადაიტანონ საქართველოში." - აცხადებს ბურჯანაძე.

0 comments:
Post a Comment