Pages

Sunday, January 18, 2015

საფრთხე რუსულ-აფხაზური შეთანხმებიდან

საფრთხე რუსულ-აფხაზური შეთანხმებიდან


2000 წელს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის გამარჯვებამ და შემდგომში, 2003 წლის 23 ნოემბრის ვარდების რევოლუციამ ოფიციალური მოსკოვი საფრთხის წინაშე დააყენა, რადგან რევოლუცია გადამდები აღმოჩნდა უკრაინისთვისაც და პროცესი კიევში ნარინჯისფერი რევოლუციის სახით დასრულდა.

საქართველომ საგრძნობლად დააჩქარა ნატოში ინტეგრაციის პროცესი და წარმატებით გაატარა შიდა რეფორმები, რამაც პოსტ-საბჭოთასივრცეში საგრძნობი გავლენა მოუპოვა. გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაყინული კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით. საქართველომ საპასუხოდ 2006 წელს უმკაცრესი ეკონომიკური ემბარგო მიიღო.

ამას დაემატა 2008 წლის 2 აპრილის ბუქარესტის ნატოს სამიტი. დეკლარაციიდან გამომდინარე, ნატოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდებოდა ნატო-ს წევრი. რუსეთისთვის აშკარა შეიქმნა ის გარემოება, რომ ფერადი რევოლუციების ტალღას ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაც დაემატა, რამაც რუსეთის გავლენა კავკასიის რეგიონში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ეს მოვლენა საგანგაშო გახდა და რუსეთმა შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ხუთდღიანი ომის შემდგომ, რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და შემდგომ, 2008 წლის 17 სექტემბერს ამ რეგიონებთან "მეგობრობის, თანამშრომლობის და ორმხრივი დახმარების" შეთანხმება გააფორმა.

საბოლოოდ, 2014 წლის 
24 ნოემბერს ამავე შეთანხმებაზე დაფუძნებული ახალი შეთანხმების გაფორმება მოხდა "რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიულ პარტნიორობის შესახებ", რაც საქართველოს სახელმწიფოს შემდეგი 10 ყველაზე დიდი საფრთხისა წინაშე აყენებს:

1. რუსეთისა და აფხაზეთის სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ითვალისწინებს: კოორდინირებული შიდა პოლიტიკის განხორციელებას, საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების სივრცის შექმნას, საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბებასა და პოსტ-საბჭოთა სივრცეში არსებულ პროცესებში აფხაზეთის ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციის თაოსნობით;

2. ორმხრივ ინტერესებზე დაფუძნებული შიდა პოლიტიკის გატარება, ერთმანეთის ინფორმირებულობა გატარებული ღონისძიებების შესახებ; სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესება კავკასიის რეგიონში;

3. რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების პოლიტიკის გაგრძელება და მხარდაჭერა, მათ შორის იმ სახელმწიფოების რიცხვის გაზრდა, რომელიც აღიარებს აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას, რაც ხელს შეუწყობს მის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაერთიანებას;

0 comments:

Post a Comment