Pages

Wednesday, January 21, 2015

წულუკიანი - ჩვენი ხელისუფლების პერიოდში სიმართლის გარკვევის მოლოდინი ძალიან გაიწელა

ჩვენი ხელისუფლების პერიოდში სიმართლის გარკვევის მოლოდინი ძალიან გაიწელა - წულუკიანი
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სიმართლის გარკვევის მოლოდინი გაიწელა.
ამის შესახებ წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის კომენტირებისას განაცხადა.
მინისტრმა ვაზაგაშვილის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„წინა ხელისუფლების პირობებში იური ვაზაგაშვილის მეუღლე ციური ვაზაგაშვილი მუდმივად სიმართლის გარკვევის მოლოდინში იყო. ჩვენი ხელისუფლების დროსაც ასეთ მოლოდინშია. ეს მოლოდინი უნდა დასრულდეს. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს მოლოდინი ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ძალიან გაიწელა და ასე ვეღარ გაგრძელდება. ეს არის ფაქტი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ბატონი იური დღეს ჩვენთან აღარ არის, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს ფაქტია“, - განაცხადა წულუკიანმა.

0 comments:

Post a Comment