Pages

Sunday, January 18, 2015

უკრაინის არმიამ მასირებული ცეცხლის გახსნის ბრძანება მიიღო

უკრაინის არმიამ მასირებული ცეცხლის გახსნის ბრძანება მიიღო


დღეს, დილით, უკრაინის არმიამ მიიღო ბრძანება, გახსნას ცეცხლი სეპარატისტების ყველა ცნობილ პოზიციაზე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სააგენტო Unian.net-ი უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე, იური ბირიუკოვზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩვენ ხომ ვიცავდით ზავს? კი. ყველას დავანახეთ, რომ დაინტერესებული ვართ მშვიდობიან მოგვარებაში არა? ხოდა, ახლა ვაჩვენებთ მათ როგორ შეგვიძლია პასუხის გაცემა“, - განაცხადა ბირიუკოვმა. შეგახსენებთ, რომ პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ქალაქ დონცკთან მდებარე აეროპორტთან აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. აეროპორტს, უკრაინელი სამხედროები, მეტსახელად „კიბორგების“ დაჯგუფრება აკონტროლებს. ცოტა ხნის წინ, მათ დასახმარებლად ბრძოლებში აქტიურად ჩაერთო უკრაინის სხვა შენაერთებიც.

0 comments:

Post a Comment