![]() |
| კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე დაღუპული ქართველი მებრძოლის, თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი |
ამ წუთებში, კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე დაღუპული ქართველი მებრძოლის, თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. სამოქალაქო პანაშვიდს ქართველი დეპუტატები დაესწრნენ.
სუხიაშვილის ხსოვნას პატივი თედო ჯაფარიძემ, ვიქტორ დოლიძემ, დავით დარჩიაშვილმა, დავით საყვარელიძემ, გიორგი ვაშაძემ და საქართველოს ელჩმა უკრაინაში, მიხეილ უკლებამ მიაგეს.
„ის მსხვერპლი, რომელიც უკრიანელმა ხალხმა გაიღო და მათ გვერდში ამოუდგნენ ქართველები, ეს ყველაფერი ჩვენი თავისუფლებისთვის ხდება, რომ შვეინარჩუნოთ ის მონაპოვარი, რომელიც უკრაინამ და საქართველომ 90-იან წლებში მოიპოვეს", - თედო ჯაფარიძემ.
თამაზ სუხიაშვილს საქართველოში პანაშვიდის დასრულების შემდეგ, დღეს ღამით გადმოასვენებენ. ის დონეცკის აეროპორტის შტურმისას დაიღუპა. პანაშვიდზე, გარდაცვლილის თანამებრძლები, ქართველი და უკრაინელი მოქალაქეები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივიდნენ.
.jpg)
0 comments:
Post a Comment