დონეცკელი სეპარატისტების ლიდერის ალექსანდრე ზახარჩენკოს ბრძანებით უკრაინელი სამხედრო ტყვეები დონეცკის ქუჩებში ჩაატარეს და მიიყვანეს ტროლეიბუსის იმ გაჩერებაზე, სადას დღეს აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.
ზახარჩენკოს განცხადებით უკრაინელმა სამხედროებმა პატიება უნდა სთხოვონ დაღუპულთა ახლობლებს და დაშავებულებს.
ამავე დროს, სეპარატისტთა ლიდერმა სინანული გამოთქვა იმის გამო რომ ტყვეების დახვრეტა არ შეუძლია.
სამხედრო ტყვეების კოლონას პირადად ზახარჩენკო მიჰყვება.
სეპარატისტებმა მანამდე აფეთქების ადგილზე უკვე მიიყვანეს დონეცკის აეროპორტის დამცველთა ტყვედ ჩავარდნილი მეთაური პოლკოვნიკი ოლეგ მიცაკი. ეს აქცია რუსული ტელეკამერების წინაშე ჩატარდა. ადგილობრივები უკრაინელ პოლკოვნიკს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ სცენის ამსახველი კადრები რუსულმა მედიამ გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქალაქ დონეცკში ტროლეიბუსის გაჩერებაზე ჭურვი ჩამოვარდა. შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა და ათამდე დაშავდა. მოგვიანებით ინციდენტის ამსახველი მძიმე ვიდეოკადრები ინტერნეტით გავრცელდა.
უკრაინის პრემიერმა არსენი იაცენუკმა დონეცკში დაბომვბვაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. „დღეს რუსმა ტერორისტებმა კვლავ ჩაიდინეს საშინელი აქტი კაცობრიობის წინაშე. რუსეთს აკისრია პასუხისმგებლობა ამაზე“, - განაცხადა იაცენუკმა.
მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ კატეგორიულად უარყო ამ იცნიდენტში უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაწილეობა. თავდაცვის უწყებამ აღნიშნა, რომ ინციდენტის ადგილი დაპირისპირების ზონიდან 15 კილომეტრშია და იქ დაბობმვები აქამდე არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ თავად სეპარატისტების განცხადებით ტერიტორია დაიბომბა 82-მილიმეტრიანი ნაღმტყორცნებიდან, რომელთა სროლის მაქსიმალური მანძილი 4 კილომეტრია.
თავის მხრივ სეპარატისტები ამტკიცებენ, რომ დაბობმვა განახორციელა უკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფმა და მისი წევრები დაკავებულნი არიან.
0 comments:
Post a Comment