Pages

Wednesday, January 21, 2015

იური ვაზაგაშვილის აფეთქების ვერსიის გრაფიკული გამოსახულება (ვიდეო)


                                           იური ვაზაგაშვილის აფეთქების ვერსიის გრაფიკული გამოსახულება (ვიდეო) 


  იური ვაზაგაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტებზე დაყრდნობით „მოამბემ“ გრაფიკულად აღადგინა.
დილის საათებში იური ვაზაგაშვილი კასპში გაემგზავრა. დაახლოებით 14:00 საათზე ის სასაფლაოზე, თანასოფლელის დაკრძალვაზე მივიდა, ხუთი წუთის შემდეგ  კი შვილის საფლავისკენ წავიდა, რომელიც დაახლოებით 300 მეტრში მდებარეობდა. 5-7 წუთის შემდეგ მეზობლებს აფეთქების ხმა შემოესმათ. როგორც ისინი აცხადებენ, იური ვაზაგაშვილი საფლავთან მარტო მივიდა.
მომხდართან დაკავშირებით „მოამბე“ ექსპერტებს ესაუბრა. გამომდინარე იქიდან, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის ნაშთები არსებობს, სპეციალისტები აცხადებენ, რომ მოწყობილობა, რომელიც აფეთქდა შესაძლოა დისტანციურად იმართებოდა, ან ფიზიკური კონტაქტის შედეგად აფეთქებულიყო.
იური ვაზაგაშვილი გუშინ საკუთარი შვილის საფლავზე აფეთქდა. ახლობლების და თვითმხილველების ინფორმაციით,  შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა იური ვაზაგაშვილის თანასოფლელის გასვენებაში იყო.
გარდაცვლილი სახლში ბრუნდებოდა, როცა შვილის საფლავზე შეიარა და როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აფეთქების ხმა სწორედ მაშინ გაიგეს.
ვაზაგაშვილის ოჯახის წევრების განცხადებით, სასაფლაო დანაღმული იყო და აფეთქება შეგნებულად მოხდა. მათივე თქმით, იური ვაზაგაშვილს ბოლო დროს ემუქრებოდნენ და მუქარის შემცველ წერილებს უგზავნიდნენ.


0 comments:

Post a Comment