Pages

Wednesday, January 28, 2015

ივანიშვილი მოქმედ მთავრობაში არსებულ ნეპოტიზმზე დოკუმენტურ ფილმებს გადაიღებს



საქართველოს ყოფილი პრემიერი და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მოქმედ ხელისუფლებაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმზე ფილმებს გადაიღებს. ამის შესახებ ის ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში საუბრობს, რომლის სრული ვერსიაც დღეს საღამოს გავა ეთერში.
„ჩვენ ვაპირებთ პერმანენტულად გავაკეთოთ დოკუმენტური ფილმები კორუფციასა და ნეპოტიზმზე. სწორედ მოქმედ მთავრობაზე იქნება ეს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში.

Monday, January 26, 2015

"გომელაურის ბიოგრაფია არ მაძლევს იმედს, რომ ის წინ აღუდგება არეულობას, რომელსაც რამდენიმე თვეში გეგმავენ"

გომელაურის ბიოგრაფია არ მაძლევს იმედს, რომ ის წინ აღუდგება არეულობას, რომელსაც რამდენიმე თვეში გეგმავენ
ნინო ბურჯანაძე
პარტია "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს ეჭვი ეპარება, რომ შს ახალი მინისტრი ვახტანგ გომელაური შეძლებს, წინ აღუდგეს იმ არეულობას, რომელსაც ბურჯანაძე რამდენიმე თვეში პროგნოზირებს.
ბურჯანაძის თქმით, არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ საქართველოში უკრაინის სცენარი განვითარდეს.
"მინდა ვუსურვო ბატონ გომელაურს წარმატება იმიტომ, რომ შს მინისტრის ნორმალური და კარგი მუშაობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ნამდვილად, მისი ბიოგრაფია არ მაძლევს იმის საფუძველს, რომ იმედი მქონდეს, მასშტაბური ცვლილებების განხორციელების და იმედი მქონდეს, რომ იმ არეულობას, რომელსაც რამდენიმე თვეში გეგმავენ ჩვენს ქვეყანაში, წინ აღუდგეს გომელაური. არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ საქართველო აქციონ კიდევ უფრო მეტად, ორი სახელმწიფოს დაპირისპირების საგნად და უკრაინის სცენარი გადაიტანონ საქართველოში." - აცხადებს ბურჯანაძე.

ინციდენტი ვაჟა ფშაველაზე - სირცხვილია საქართველოში ასეთი რამ რომ ხდება

ინციდენტი ვაჟა ფშაველაზე - სირცხვილია საქართველოში ასეთი რამ რომ ხდება
პარკების უკულტურობა
სირცხვილია საქართველოში ასეთი რამ რომ ხდება


ანი მიროტაძე: ზურა ვაზაგაშვილის საქმე ცნობილი და გამოძიებული იქნება რამდენიმე დღეში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე "იმედის კვირის" ეთერში.

როცა სააკაშვილი პარლამენტში მოვიდა 2013 წელს, წიხლქვეშ უნდა გაგვეგდო, ეს გვქონდა ჩაფიქრებული და გაგვაჩერეს

როცა სააკაშვილი პარლამენტში მოვიდა 2013 წელს, წიხლქვეშ უნდა გაგვეგდო, ეს გვქონდა ჩაფიქრებული და გაგვაჩერეს
სოსო ჯაჭვლიანი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი გაზეთ "ქრონიკასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ 2013 წელს პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის დროს, დეპუტატებს სააკაშვილის ცემა ჰქონდათ განზრახული. 
„ჩვენი ყველაზე დიდი დანაშაულია, როცა სააკაშვილი პარლამენტში მოვიდა 2013 წელს, თავისი დედის ერთი ადგილი უნდა დაგვეხურებინა თავზე და გაგვეგდო წიხლქვეშ. ეს გვქონდა ჩაფიქრებული და გაგვაჩერეს, მთელი მსოფლიო გვიყურებსო; მეორე - ყველაზე დიდი დანაშაული... მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ბარამიძე ავირჩიეთ ვიცესპიკერად, რატომ? აგვერჩია ვიღაც სხვა, ოღონდ ეგ არა; მესამე - 26 ათასი ფაილი ვნახეთ, სადაც სიბინძურეა გადაღებული. ჩვენ კულტურულები ვართო... კულტურულები კი არა, გამოსირებულები ვართ, სირები ვართ ყველა! უნდა აგვეღო ორი კინოთეატრი და 24-საათიან რეჟიმში გაგვეშვა ეს ფაილები. მოზარდები არ უნდა შეგვეშვა და დღემდე „მაყუთს“ გავაკეთებდით. ეს უნდა ენახა მთელ საქართველოს. როცა ეს არ გავაკეთეთ „აბლატავდნენ“- აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი.

პრემიერმა შინაგან საქმეთა ახალ მინისტრად ვახტანგ გომელაური წარადგინა

ახალი შსს მინისტრი
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი წარადგინა. ალექსანდრე ჭიკაიძეს ვახტანგ გომელაური შეცვლის.
შეგახსენებთ, შს მინისტრის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ჭიკაიძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ყოფილი მინისტრი აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს ასახელებს. 
„ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ჭიკაიძე ძალოვან უწყებას 2013 წლის 9 ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა.

Sunday, January 25, 2015

რობაქიძე ფირცხალავას: მაგ პაგონებს შენი ხელით უნდა იხევდე

 ბუტა რობაქიძის მამის სოსო რობაქიძისა და პოლიციის პოლკოვნიკ ირაკლი ფირცხალავას შეკამათება "იმედის კვირის" ეთერში.

პეტრე პოროშენკო: ხვალ, უკრაინის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება

პეტრე პოროშენკო: ხვალ, უკრაინის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება
პეტრე პოროშენკო
უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს განცხადებით, ხვალ უკრაინის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.
korrespondent.net ცნობით, უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭო, ხვალ, საგანგებო სხდომაზე უკრაინის აღმოსავლეთში სიტუაციის გართულების გამო შეიკრიბება.
"გავეცი განკარგულება, ხვალ სასწრაფოდ გაიმართოს უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს სხდომა, რათა მოხდეს დამატებითი სამოქმედო ნაბიჯების შემუშავება",  განაცხადა პოროშენკომ.
დღეს, დილით, "ბოევიკების" მიერ ქალაქ მარიუპოლის დაბომბვის შედეგად 30-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 100-მდე კი დაიჭრა.

ეუთომ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვაში პრორუსი სეპარატისტების დაადანაშაულა

ეუთომ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვაში პრორუსი სეპარატისტების დაადანაშაულა
„გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის საარტილერიო დანადგარი

აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი ეუთოს მონიტორინგის მისია მივიდა დასკვნამდე, რომ დონეცკის ოლქის ქალაქი დებალცევო „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მიერ კონტროლირებადი პოზიციებიდან „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის საარტილერიო დანადგარიდან დაიბობმა.
„სპეცილური მონიტორინგის მისიამ დააფიქსირა, აუფეთქებელი 7 რაკეტა. ჭურვების დაცემით გაჩენილი ღრმულების ანალიზმა, რომელიც მონიტორინგის მისიამ თავად ჩაატარა, აჩვენა, რომ „გრადი“ ისროდა დასავლეთიდან, სადაც „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მიერ კონტროლირებადი გორლოვკა(ჰორლივკა) მდებარეობს“, - ნათქვამია ეუთოს განცხადებაში.
ეუთოს დამკვირვებლებმა დაადგინეს, რომ დებალცევოსთან „გრადის“ 30 ჭურვი აფეთქდა. ამ დაბომბვის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტები არც „ფრონტის მეორე მხარეს“ მყოფ მშვიდობიან დონეცკელებს ინდობენ და დასახლებულ პუნქტებს ყველა ტიპის არტილერიით მასირებულად ბომბავენ. მშვიდობიან მოსახლეობაში არის მსხვერპლი. უგლეგორსკში „გრადიდან“ დაბომბვის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაიჭრა. 
სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა რაც 13 იანვრის დონეცკის ოლქის ქალაქ ვოლნოვახთან უკრაინელი ძალოვანების ბლოკ-საგუშგო „გრადიდან“ დაიბობმა. ერთ-ერთი სამგზავრო ავტობუსიდან რამდენიმე მეტრში აფეთქდა და 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. უკრაინის პროკურატურამ ინციდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.
უკრაინის უშიშროების საბჭოს განცხადებით, სეპარატისტები დონბასში „გრადებს“ აქტიურად იყენებენ. რეაქტიული არტილერიის დანადგარებით დაიბომბა დონეცკის ოლქის არტიომოვსკის, მარინსკის და იასონოვატსკის რაიონები, ასევე ლუგანსკის ოლქის პოპასნიანსკის რაიონი.
ამასთან სეპარატისტები დონეცკელებს ცოცხალ ფარად იყენებენ და ცეცხლს დასახლებული რაიონებიდან ხსნიან.
სეპარატისტები განსაკუთრებით გააქტიურდნენ ქალაქ დონეცკში და მის მიმდებარე დასალხებულ პუნქტებში. მათი მთავარი სამიზნე დონეცკის აეროპორტია.
სეპარატისტთა მიერ ზავის დარღვევისა და აქტიური სამხედრო მოქმედებების განახლების საპასუხოდ უკრაინის არმიამ მასირებული ცეცხლის გახსნის ბრძანება მიიღო, ხოლო უკრაინის ქალაქებში უკრაინელ სამხედროთა სოლიდარობის მარშები გაიმართა.

თინეიჯერი მამაზე დაქორწინებას გეგმავს

ინცესტი

ახალგაზრდა გოგონას, რომელსაც ძალიან მალე ქორწილი ექნება, ალბათ ძალიან გაუჭირდება დედამისის დათანხმება, დაესწროს შვილის გაბედნიერებას, რადგან ის ცოლად მამამისს მიჰყვება.
18 წლის გოგონას სახელი და გვარი ინტერნეტში არ ვრცელდება, თუმცა  Science of Us-თან ვრცელ ინტერვიუში ის ღიად საუბრობს, როგორ შეუყვარდა მამამისი. მათ ერთმანეთი 12 წლის განმავლობაში არ ჰყავდათ ნანახი. ახლა ბედნიერი წყვილი შვილების ყოლასაც აპირებს.
როდესაც მამა-შვილს შორის 12 წლიანი განშორება დასრულდა და ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, გოგონა 16 წლის იყო. გოგონაზე დედამისი ფეხმძიმედ გამოსაშვებ საღამოზე დარჩა. გოგონა დედასთან იზრდებოდა. 
მამამისმა თავისი შვილი „ფეისბუქზე“ მაშინ მოძებნა, როდესაც გოგონა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა. ისინი მალევე შეხვდნენ ერთმანეთს და გოგონამ მამასთან ერთი კვირით დარჩენა გადაწყვიტა. მალე წყვილმა პაემანზე შეხვედრები დაიწყო.
"მე სხვასთან ასე კომფორტულად არასოდეს მიგრძნია თავი. ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს და საუკეთესო პარტნიორები ვართ".
წყვილი შვილების ყოლასაც აპირებს. "ერთი სული მაქვს, შვილები როდის გვეყოლება. ისინი ვერასოდეს გაიგებენ დედიკო და მამიკო როგორ შეხვდნენ ერთმანეთს. არ მინდა მათ პრობლემები შევუქმნა." - აცხადებს გოგონა. 

ზახარჩენკო: დონეცკის რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯის კანონს მივიღებთ

ზახარჩენკო: დონეცკის რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯის კანონს მივიღებთ
ზახარჩენკო
დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურმა ალექსანდრე ზახარჩენკომ განაცხადა, რომ რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯის კანონს მიიღებენ, ამის შესახებ ინფორმაციას  «Интерфакс» ავრცელებს. 
"დონეცკის რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯის კანონს მივიღებთ", განაცხადა ზახარჩენკო. 
РИА «Новости» ინფორმაციით, 10 თებერვლიდან დონეცკში ყველა სასამართლო დაიწყებს მუშაობას. 

ქართველი მებრძოლი "აიდარიდან": მათ თავად არ იციან, რა ხდება ახლა, არ იქნება არანაირი სახალხო რესპუბლიკები, იქნება ძლიერი უკრაინა

ინტერნეტში ვრცელდება კადრები, სადაც  ბატალიონ "იადარის" მებრძოლები ომზე, პუტინის ინტერესებზე და მომავალ უკრაინაზე საუბრობენ. ერთ-ერთი მათგანი ქართველი მებროძლია, რომელიც ამბობს, რომ ხალხი ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში მშვიდად ცხოვრობდა, თუმცა მათი სიმშვიდე არ შედიოდა ვლადიმერ პუტინის ინტერესებში. 
"რისთვის ვომობთ, ვისი ინტერესებისთვის, რითი დაიწყო ყველაფერი. რატომ და რისთვის ვართ იქ, ხალხი ცხოვრობდა მშვიდად, თუნდაც ლუგანსკის, დონეცკის ოლქებში, მაგრამ არის ვალოდია პუტინი, რომელსაც ეს არ სურს და არიან კიდევ ეს ადამიანები, რომლებიც ამ პროპაგანდაში ჩაერთვნენ, ახლა თავად არ იციან რა ხდება და საერთოდ რა სურთ",-ამბობს მებრძოლი.
მებრძოლს ავტომობილში ორი ადამიანი უზის, რომლებსაც მიმართავს, რომ არანაირი ლუგანსკისა და დონცეკის სახალხო რესპუბლიკები არ იქნება და იქნება მხოლოდ ძლიერი უკრაინა. 
"დროა დადოთ იარაღი მეგობრებო, არ არის დრო ? როგორ ფიქრობთ? ადრეც უნდა გეფიქრათ. საკმარისია უკვე, როდემდე შეიძლება? არ იქნება არანაირი დონეცკის, არანაირი ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, იქნება უკრაინა, ლამაზი, კარგი, ძლიერი, ძალიან მდიდარი. თქვენ თავად უნდა გააკეთოთ ეს. ააშენოთ ახალი უკრაინა",-ამბობს ქართველი მებრძოლი.

 

სროლები მარიოპულში (ვიდეო)

მარიოპულში, საავტომობილო ვიდეორეგისტრატორმა დააფიქსირა "გრადის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით ქალაქის საცხოვრებელი ტერიტორიების დაბომბვა.
ეუთო-ს დამკვირვებლებმა დაასკვნეს, რომ ცეცხლი გახსნეს სეპარატისტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან.
თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ზახარჩენკომ კი აღნიშნულში კიევი დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, რომ მარიოპულში 30 მოქალაქე დაიღუპა, დაახლოებით 100 კი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.


Bloomberg - პუტინის უახლოეს გარემოცვაში ახლა მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურების რადიკალი ხელმძღვანელები შედიან

Bloomberg - პუტინის უახლოეს გარემოცვაში ახლა მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურების რადიკალი ხელმძღვანელები შედიან
ვლადიმერ პუტინი


გავლენიანი ამერიკული სააგენტო Bloomberg-ი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვის შესახებ წერს. როგორც სააგენტომ ამ გარემოცვის ორ ყოფილ წევრზე დაყრდნობით გაარკვია, პუტინი ახლა მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურების რამდენიმე რადიკალ მაღალი თანამდებობის პირს ენდობა. უახლოესი გარემოცვის ყოფილი წევრები Bloomberg-თან საუბრისას აცხადებენ, რომ პუტინი აღარ ენდობა ბიზნესმენებს, რომლებიც მასთან მეგობრობით გამდიდრდნენ და ახლა, ყველაზე მეტად ზარალდებიან აშშ-ს და ევროკავშირის სანქციებით. 
სააგენტოს ინფორმაციით, პუტინის უახლოეს გარემოცვაში ახლა შედის რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, ФСБ-ს დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი, საგარეო დაზვერვის შეფი მიხეილ ფრადკოვი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი იშორებს იმ მაღალჩინოსნებსაც, რომლებიც მას ჯერ კიდევ პეტერბურგის მერიიდან მოჰყვებიან. 
როგორც Bloobmerg-ს რუსეთის ყოფილმა სენატორმა და „მეჟპრომბანკის“ დამაარსებელმა სერგეი პუგაჩევმა განუცხადა, პუტინთან ახლო მეგობრობა და ლოიალობა, უკვე არაფერს წყვეტს. 
„რაში ჭირდება მას მეგობრები, თუ მოსახლეობის 85% მას მხარს უჭერს“, - აცხადებს პუგაჩევი. 

იულია ტიმოშენკო ლუგანსკსა და დონეცკში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს

იულია ტიმოშენკო ლუგანსკსა და დონეცკში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს
იულია ტიმოშენკო

პარტია "ბატკივშჩინას" ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ კიევის ხელისუფლებას ლუგანსკსა და დონეცკში საომარი მდგომარეობის გამოცხადება შესთავაზა. მან, ასევე, ითხოვა  უკრაინაში შეიქმნას უმაღლესი მთავარსარდლის შტაბი.
ასეთი განცხადებით, ტიმოშენკომ მიმართა უკრაინის პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს, პრემიერს არსენი იაცენიუკსა და უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, ვლადიმერ გროისმანს.
ტიმოშენკომ განაცხადა, რომ გეგმავს უმაღლესი რადას საგანგებო სხდომის მოწვევას, რათა მიმართონსაერთაშორისო თანამეგობრობას - რუსეთის წინააღმდეგ მიიღონ რადიკალური ზომები, ინფორმაციას "Интерфакс" ავრცელებს.

ყარაფილაში უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია-ვაზაგაშვილის დაკრძალვას შესაძლოა ივანიშვილი დაესწროს

ყარაფილაში უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია-ვაზაგაშვილის დაკრძალვას შესაძლოა ივანიშვილი დაესწროს

ყარაფილაში უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია. ვაზაგაშვილის დაკრძალვაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და სხვა პოლიტიკოსებს, ასევე ბიძინა ივანიშვილს ელოდებიან. 
სასაფალაოზე, სადაც იური ვაზაგაშვილი უნდა დაკრძალონ,  სპეციალური დანიშნულების რაზმი იმყოფება. 
შეგახსნებთ, სოფელი ყარაფილა საოკუპაციო ზოლთან მდებაორეობს.
ცნობისათვის, იური ვზაგაშვილს დღეს შვილის გვერდით დაკძალავენ. 
შეგახსენებთ, იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Saturday, January 24, 2015

"მის სამყაროზე" რუსეთს იულია ალიპოვა წარადგენს (ფოტოები)

 იულია ალიპოვა
 იულია ალიპოვა
"მის სამყაროზე" რუსეთის სახელით იულია ალიპოვა იასპარეზებს. 
ალიპოვა დაიბადა 1990 წელს, სარატოვის ოლქის, ქალაქ ბალაკოვოში.
გოგონას სიმაღლე 179 სმ.-ია, სხეულის პარამეტრებია 89*63*90.
მან წარმატებით დაასრულა ფიზიკა-მათემატიკის ლიცეუმი, მსახურობდა აღმოსავლეთ ენერგოკომპანიაში, სადაც გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობდა. 






ვაზაგაშვილის სპეცოპერაციაში ძალიან ბევრი ხალხი მონაწილეობდა და ყველას ვერ გავუშვებთ

ვაზაგაშვილის სპეცოპერაციაში ძალიან ბევრი ხალხი მონაწილეობდა და ყველას ვერ გავუშვებთ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ გომელაურმა უწყებიდან რამდენიმე მაღალჩინოსნის წასვლის შესახებ განმარტება გააკეთა.
მისი თქმით, მათი სამსახურიდან წასვლა იმიტომ გახდა საჭირო, რომ ხელი არ შეშლოდა გამოძიებას. იმ შემთხვევაში, თუ მათი უდანაშაულობა დადასტურდება, გამორიცხული არაა, ისინი დაუბრუნდნენ თანამდებობებს.
"ვაზაგაშვილის სპეცოპერაციაში ძალიან ბევრი ხალხი მონაწილეობდა, 100 შეიძლება 50 კაცი და ყველას ვერ გავუშვებთ სამსახურიდან. ყველას ბრალი ხომ არ იყო, იქ იყო რამდენიმე ადამიანი. პრობლემა რომ არ შექმნოდა გამოძიებას, რამდენიმე მაღალჩინოსანმა დატოვა თანამდებობა. დამთავრდება გამოძიება, დადგინდება დამნაშავეების ვინაობა და არ არის გამორიცხული, ეს ადამიანები, თუ არაფერ შუაში არ არიან, ისევ აღდგნენ სამსახურებში." - განაცხადა გომელაურმა. 
შეგახსენებთ, ჭიკაიძის განცხადება გადადგომის შესახებ, შს სამინისტრომ გუშინ გაავრცელა. ყოფილი მინისტრი აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს ასახელებს. 
„ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზურა ვაზაგაშვილის საქმის ყოფილ პროკურორებთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ზურა ვაზაგაშვილის საქმის ყოფილ პროკურორებთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს პროკურატურის ის თანამშრომლები, რომლებიც 2006 წელს აქტიურად იყვნენ ჩართული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის პირვანდელ გამოძიებაში, პროკურატურაში უკვე დიდი ხანია, რაც აღარ მუშაობენ.
მას შემდეგ, რაც საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, რამდენიმე თანამშრომელმა, რომელსაც გარკვეულწილად შემხებლობა ჰქონდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან, პირადი განცხადებით მიმართეს მთავარ პროკურორს და გამოძიების დასრულებამდე მოითხოვეს სამსახურიდან გათავისუფლება. მთავარმა პროკურორმა მათი განცხადებები დააკმაყოფილა და ისინი გათავისუფლდნენ პროკურატურის რიგებიდან.
ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ აღნიშნულ პროკურორებს განახლებულ გამოძიებასთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ, რადგან გამოძიებას ე.წ. „კორტების“ სპეცოპერაციის საქმეზე აწარმოებს სპეციალურად ამ საქმისთვის შექმნილი საგამოძიებო ჯგუფი. კატეგორიულად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ზ. ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე განახლებულ გამოძიებას აწარმოებს პროკურორთა და გამომძიებელთა ის ჯგუფი, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონია თავდაპირველ გამოძიებასთან, შესაბამისად ისინი არიან სრულიად ობიექტურები და მიუკერძოებლები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენბეთ, ანალოგიური საფუძვლით, თანამდებობები დატოვეს შსს-ს მაღალჩინოსნებმაც.

იური ვაზაგაშვილმა მითხრა, რომ მის საქმეში ახალი მოწმეები გამოჩნდნენ, რომლებიც უკრაინაში იმყოფებოდნენ

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ჯაზუ"-ში იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ის იური ვაზაგაშვილს პირადად შეხვდა და მისგან იცოდა, რომ საქმეებში ახალი მოწმეები გამოჩდნენ. 
"მე მქონდა შეხვედრა რამდენიმე დღით ადრე ტრაგედიამდე. მქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა და დაგეგმილი გვქონდა შემდეგი შეხვედრა. ჩვენ გვქონდა ასეთი გეგმა, რომ სანამ არ დასრულდებოდა გამოძიება, მე მაქსიმალურად მის გვერდით დავდგებოდი, რომ ყოველგვარი ეჭვი გაქარწყლებულიყო იმისა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯებოდა. ბატონი იურისგან ვიცი, რომ დასასრულ ფაზაში შედიოდა გამოძიება, როგორც თვითონაც ამბობდა, ძალიან გახარებული იყო, რომ ახალი მოწმეები გამოჩდნენ უკრაინიდან, რომლებიც ამყარებდნენ გამოძიების ეჭვებს და პრაქტიკულად ვისზეც ეჭვი ჰქონდა ბატონ იურის, ყველანი ხვდებოდნენ პასუხისმგებლობის ქვეშ.
მან გვარებიც ბევრი დაასახელა, როგორც თვითონ მითხრა, გამოძიებამ იცის მათ შესახებ. მიზანი ალბათ იყო მოწმეების დაშინება, რომ ხელი შეშლოდა გამოძიებას, რომ ვინმე გადაურჩეს კიდევ, ვინც მონაწილეობდა მისი შვილის მკვლელობაში. მეორე ვერსიაა, რაც ორივე ერთად ძალიან კარგად მუშაობს, რომ ამ ჯგუფს იმედი აქვთ ქვეყანაში შანტაჟი და არეულობა, შიში და ნიჰილიზმი გამოიწვიონ, რომ მათ მოახერხონ თავის გადარჩენა. გარწმუნებთ, ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ ვერავინ ვერ შეძლებს ამას და ყველა ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საშინელებაში, მკაცრად აგებს პასუხს." -  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გია კორკოტაშვილის გადაცემა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე აღელვებული მომღერალი გია კორკოტაშვილი იგივე "კორკოტა" გადაცემა ობიექტივში ქართველ საზოგადოებას ლანძღავს და "შნირებს"უწოდებს. მოუსმინეთ მთლიან გადაცემას :


ანგელა მერკელი ვლადიმერ პუტინს მშვიდობის სანაცვლოდ თავისუფალ ვაჭრობას სთავაზობს

ანგელა მერკელი ვლადიმერ პუტინს მშვიდობის სანაცვლოდ თავისუფალ ვაჭრობას სთავაზობს

გერმანიის მთავრობა და ევროკავშირი რუსეთს ფართო თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნას შესთავაზებენ თუ უკრაინის კონფლიქტი გადაწყდება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მეკრელმა ფლორენციაში განაცხადა.
კანცლერის განცხადებით ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის თავისუფალ ვაჭრობის თაობაზე მსგავსი მოლაპარაკებების დაწყება სრულიად შესაძლებელია.
„ლისაბონიდან ვლადივასტოკამდე თავისუფალი ვაჭრობის ზონის“ წინადადება კანცლერმა პირველად დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გააჟღერა და აღნიშნა, რომ ოდესღაც ეს იდეა სწორედ ვლადიმირ პუტინმა წამოაყენა.
„ეს ბუნებრივია ჩვენი მიზანი უნდა იყოს. იმედი მაქვს, რომ ეს შესაძლებლობა გაჩნდება“, - განაცხადა მერკელმა და დასძინა, რომ მანამდე მოსკოვთან უკრაინა-ევროკავშირს ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებული ყველა სადაო საკითხი უნდა მოგვარდეს.
აღსანიშნავია, რომ მერკელის შეთავაზება რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მკაცრი კრიტიკის ფონზე გაჟღერდა. იმავე დავოსის ფორუმზე მერკელმა რუსეთის მეორე მსოფლიო ომის შემდგობი ევროპული წესრიგის ხელყოფაში და საერთაშორისო კანონმდებლობის უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, კანცლერმა კატეგორიულად უარყო უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებამდე მოსკოვისათვის სანქციების გაუქმების შესაძლებლობა.
მერკელის წინადადებას მხარი დაუჭირა გერმანიის ვიცე-კანცლერმა ზიგმარ გაბრიელმა. მისი თქმით, „ევროპამ არ უნდა თქვას უარი ევროპულ რუსეთზე“. ვიცე-კანცლერმა აღნიშნა, რომ მსგავსი სცენარი არარეალურია მანამ სანამ რუსეთი უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისათვის არაფერს აკეთებს. „თუმცა ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ დღეზეც, რომლის შემდეგაც ეს კონფლიქტი დასრულდება“ - დასძინა გაბრიელმა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადება დავოსის ფორუმზე გააკეთა ევროკომისიის ყოფილმა თავმდომარემ ჟოზე მანუელ ბაროზომ. მისი თქმით, ოდესმე აღსრულდება მისი ოცნება და ლისაბონიდან ვლადივასტოკამდე ერთიანი ევროპული სივრცე შეიქმნება.

წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა პირმა ორ პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა და მიიმალა

წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა პირმა ორ პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა და მიიმალა


ლიკანში მოქალაქემ ორი პოლიციელი დაჭრა. ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 
"მიმდინარე წლის 23 იანვარს, ლიკანში, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ფეხით პატრულირებას ახორციელებდნენ, რა დროსაც წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ, დანახვისთანავე, შემხვედრ პოლიციელებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. პოლიციელებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ბორჯომის რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდათ, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.
მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შალვა აბულაძის დასაკავებლად. თუ ფლობთ აღნიშნული პირის ადგილსამყოფელის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას, მიმართეთ პოლიციის განყოფილებას ან დარეკეთ 112-ზე." - ნათქვამია განცხადებაში. 
ცნობისთვის, შალვა აბულაძე, რამდენიმე თვის წინ, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მართავდა აქციებს.

ლარის კურსის გაუფასურებაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრეს

ლარის კურსის გაუფასურებაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს შეხვდა.
ქადაგიძემ ქვეყნის პირველ პირს რეგიონში მიმდინარე პროცესები გააცნო და საქართველოს ეკონომიკაზე მათ ამჟამინდელ და შესაძლო, მოსალოდნელ გავლენაზე ესაუბრა.
შეხვედრისას იმსჯელეს ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილ სირთულეებსა და მათი დაძლევისთვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე. საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირებასა და მის ნეგატიურ გავლენას ეროვნული ვალუტის კურსზე

Thursday, January 22, 2015

შემთხვევა თბილისში: მძღოლი ქალის ამ საქციელს ვერაფრით ახსნით

შემთხვევა თბილისში: მძღოლი ქალის ამ საქციელს ვერაფრით ახსნით
ქალი საჭესთან


კადრები თბილისში, საბურთალოზეა გადაღებული. ქალმა, რომელიც "Range Rover"-ის მარკის ავტომობილს მართავდა, სრულიად უწყინარ და არასაავარიო სიტუაციაში, საოცარი გადაწყვეტილება მიიღო და "Hyundai"-ის შეეჯახა. ვიდეო "e-Georgia.blogspot.com"-ს ინციდენტის თვითმხილველმა მიაწოდა.

უკრაინელი სამხედრო ტყვეები დონეცკის ქუჩებში ჩაატარეს და სასტიკად სცემეს (ვიდეო)

დონეცკელი სეპარატისტების ლიდერის ალექსანდრე ზახარჩენკოს ბრძანებით უკრაინელი სამხედრო ტყვეები დონეცკის ქუჩებში ჩაატარეს და მიიყვანეს ტროლეიბუსის იმ გაჩერებაზე, სადას დღეს აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.
ზახარჩენკოს განცხადებით უკრაინელმა სამხედროებმა პატიება უნდა სთხოვონ დაღუპულთა ახლობლებს და დაშავებულებს.
ამავე დროს, სეპარატისტთა ლიდერმა სინანული გამოთქვა იმის გამო რომ ტყვეების დახვრეტა არ შეუძლია.
სამხედრო ტყვეების კოლონას პირადად ზახარჩენკო მიჰყვება.
სეპარატისტებმა მანამდე აფეთქების ადგილზე უკვე მიიყვანეს დონეცკის აეროპორტის დამცველთა ტყვედ ჩავარდნილი მეთაური პოლკოვნიკი ოლეგ მიცაკი. ეს აქცია რუსული ტელეკამერების წინაშე ჩატარდა. ადგილობრივები უკრაინელ პოლკოვნიკს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ სცენის ამსახველი კადრები რუსულმა მედიამ გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქალაქ დონეცკში ტროლეიბუსის გაჩერებაზე ჭურვი ჩამოვარდა. შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა და ათამდე დაშავდა. მოგვიანებით ინციდენტის ამსახველი მძიმე ვიდეოკადრები ინტერნეტით გავრცელდა.
უკრაინის პრემიერმა არსენი იაცენუკმა დონეცკში დაბომვბვაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. „დღეს რუსმა ტერორისტებმა კვლავ ჩაიდინეს საშინელი აქტი კაცობრიობის წინაშე. რუსეთს აკისრია პასუხისმგებლობა ამაზე“, - განაცხადა იაცენუკმა.
მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ კატეგორიულად უარყო ამ იცნიდენტში უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაწილეობა. თავდაცვის უწყებამ აღნიშნა, რომ ინციდენტის ადგილი დაპირისპირების ზონიდან 15 კილომეტრშია და იქ დაბობმვები აქამდე არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ თავად სეპარატისტების განცხადებით ტერიტორია დაიბომბა 82-მილიმეტრიანი ნაღმტყორცნებიდან, რომელთა სროლის მაქსიმალური მანძილი 4 კილომეტრია.
თავის მხრივ სეპარატისტები ამტკიცებენ, რომ დაბობმვა განახორციელა უკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფმა და მისი წევრები დაკავებულნი არიან.

უკრაინაში, წინა ხაზზე მებრძოლი ქართველის რჩევა პარლამენტარებს

ქართველი მებრძოლის რჩევა
„ქართველი მებრძოლები უკრაინაში სამშობლოსთვის ვიბრძვით. აქ არაფერს გვიხდიან. ჩვენ ჩვენი სამშობლოს დიდი პრობლემები  გვამოძრავებს.  ამ ხალხს ვეხმარებით, იმიტომ, რომ უმადური ხალხი არ ვართ ქართველები“,-ამის შესახებ e-Georgia.blogspot.com-ს უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა ილია წიკლაურმა განუცხადა.
მისი თქმით, ის ბატალიონ „აიდარში“ მსახურობს.
„ლუგანსკის ოლქში მდებარე ქალაქ სჩასტიეში ვდგავართ.  წინა ხაზია. მაიდანზე ვიყავი უკრაინაში, შემდეგ 4 ივნისიდან ბატალიონ „აიდარში“ვიბრძვი.
უკრაინაში რამდენი ქართველი მებრძოლია,  რიცხობრივად ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ვართ ქართველები. რამდენიმე ათეული ადამიანი მუდმივად იბრძვის. ქართველები ვიბრძვით უკრაინის არმიის  სხვადასხვა ბატალიონსა  და  ქვედანაყოფში. ჩვენ კონტაქტი  ძალიან კარგი გვაქვს, ყველამ ვიცით, ვინ სად ვართ მებრძოლები. 
უკრაინელი ხალხი გვამარაგებს. საჭმელი და სასმელი არ გვაკლია, არც გვცივა.  
მეომარ ადამიანს ჯიბის ფული რად უნდა წინა ხაზზე, ამაზე ლაპარაკი არ არის. ჩვენ აქ არაფერს არ გვიხდიან, ამის გულისთვის არ ვართ აქ ჩამოსულები, რომ რაღაცა გადაგვიხადონ“,-აცხადებს წიკლაური.
e-Georgia.blogspot.com-სთან საუბრისას უკრაინაში მებრძოლი ქართველი „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან იმ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც  უკანონო ფორმირებაში საზღვარგარეთ მონაწილეობა ან ამგვარი მონაწილეობისთვის წვრთნა ან მოწოდება თავისუფლების აღკვეთით იქნება დასჯადი.  წიკლაური ამბობს, რომ უკრაინაში უკანონო ფორმირებები არ არის.
„ფილმ „გიორგი სააკაძეში“ ასეთი ციტატაა, თუ არ ვცდები -„ ბედნიერია ის, ვისაც სამშობლოსთვის უძგერს გული“, ეს ჩაინერგონ პარლამენტარებმა.
ჩვენ, ვინც აქ ვართ, სამშობლოსთვის ვიბრძვით. არაფერს ჩვენ აქ არ ვიღებთ.  ჩვენ გვამოძრავებს ჩვენი სამშობლოს დიდი პრობლემები. ამ ხალხს ვეხმარებით, იმიტომ, რომ უმადური ხალხი არ ვართ ქართველები. ესენი ძალიან დაგვეხმარნენ  90-იანი წლებიდან მოყოლებული. ამიტომ ვეხმარებით უკაინელ ხალხს.  მიიღებენ თუ არ მიიღებენ კანონს, ჩვენებს ვერ გააჩერებენ.  
აქ უკანონო ფორმირება არ არის. მე, პირადად, ვიცი  საქართველოს  2 მოქალაქე, რომლებიც ტერორისტების მხარეს არიან დონეცკის ოლქში. დანარჩენი ქართველები ვინც ვართ, ვართ ოფიციალურ ქვედანაყოფებში. უკანონო ფორმირებები უკრაინაში არ არის“,-აცხადებს წიკლაური.
ცნობისთვის, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება. 312-ე პრიმა მუხლის თანახმად, უკანონო ფორმირებაში საზღვარგარეთ მონაწილეობა ან ამგვარი მონაწილეობისთვის წვრთნა ან მოწოდება იქნება დასჯადი თავისუფლების აღკვეთით. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებით, კანონპროექტი უკანონო ფორმირებების შესახებ არ ეხებათ იმ ქართველებს, ვინც კიევის ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მოქმედებენ.

ქუთაისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატი დაცვის თანამშრომელს "პაგონების" ჩამოხევით დაემუქრა

ქუთაისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატი დაცვის თანამშრომელს "პაგონების" ჩამოხევით დაემუქრა
ქუთაისის საკრებულო
ქუთაისის საკრებულოში კოალიცია „ქართული ოცნების“ მანდატით მოხვედრილმა დეპუტატმა, მერიის დაცვის თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
თვითმხილველები ყვებიან, რომ კახა დვალიშვილი, რომელიც ძელქვიანის უბნის მაჟორიტარი დეპუტატია, დაცვის თანამშრომელს „პაგონების“ ახევით დაემუქრა. თვითმხილველებისგან ცნობილი ხდება, რომ ინცინდენტი ავტომანქანის პარკირების საკითხს მოჰყვა.
მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შენობასთან იმყოფება მხარის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი.

ბუტა რობაქიძის საქმეში, სოსო რობაქიძის ჩვენებას სასამართლო მსჯავრდებისას აღარ გაიზიარებს

ბუტა რობაქიძის საქმეში, სოსო რობაქიძის ჩვენებას სასამართლო მსჯავრდებისას აღარ გაიზიარებს
ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე

ბუტა რობაქიძის საქმეზე სოსო რობაქიძის ჩვენებას, სასამართლო ზურაბ მიქაძის წინააღმდეგ განაჩენის გამოტანისას ვეღარ გაიზიარებს. ამის შესახებ news.ge-ს ზურაბ მიქაძის ინტერესების დამცველმა კობა კობახიძემ განუცხადა.
როგორც კობახიძე ამბობს, ზურაბ მიქაძემ მოიგო საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ წარმოებული დავა. საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად სცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–13 მუხლის მე–2 ნაწილის, ამავე კოდექსის 76–ე მუხლის მე–3 ნაწილისა და ამავე კოდექსის 169–ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად პირის ბრალდებულად ცნობა და მსჯავრდება შესაძლებელია ირიბი ჩვენების ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით.
სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული მუხლები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის თანახმად დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი  მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. 
აღნიშნული დავის ამგვარი შედეგით დასრულება განაპირობებს იმას, რომ ბუტა რობაქიძის საქმეში, ზურაბ მიქაძის წინააღმდეგ  მიცემული სოსო რობაქიძის ჩვენება, განაჩენის გამოსატანად მტკიცებულებად უკვე აღარ ჩაითვლება. ბრალდებული ზურა მიქაძე განმარტავს, რომ განაჩენის გამოტანისას, მოსამართლეს მტკიცებულებათა ერთობლიობა ესაჭიროება, მიქაძის თქმით, მაშინ როცა ირიბი მტკიცებულების გაზიარება აღარ ხერხდება, მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც აღარ არის საკმარისი მსჯავრდებისთვის. 
"მარტო ერთი მტკიცებულებით ვერ გამოიტანს მოსამართლე განაჩენს. ამიტომ გამოძიებაში არსებობდა ასეთი ხერხი, რომ ერთი პირდაპირი და ერთი ირიბი ჩვენებით აცხადებდნენ, რომ ეს მტკიცებულებათა ერთობლიობაა. დღეს როცა ირიბი ჩვენება აღარ მიიღება მტკიცებულებად მსჯავრდებისას, ის პირდაპირი ჩვენებაც, თუ ის საქმეში ერთადერთია, აღარ ვარგა უკვე მტკიცებულებად",-აცხადებს მიქაძე. 
მიქაძის ადვოკატი კი განმარტავს, რომ  ირიბი მტკიცებულებაა სოსო რობაქიძის ჩვენება, რადგან მას ფაქტი, რაზეც ჩვენება მისცა, თავად არ დაუნახავს. 
"ბუტა რობაქიძის საქმეზე ახლა მიმდინარეობს სასამართლო, რომელსაც ხელ-ფეხი გავუხსენით ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისთვის. მოსამართლეს თავად შეუძლია, თუ რაიმე ანტიკონსტიტუციურს ნახავს, შეიტანოს წარდგინება და უთხრას საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ჩემი აზრით ეს ნორმა ანტიკონსტიტუციურია და შემდეგ აჩერებს სამართალწარმოებას. ჩვენ ეს არ დავაჭირვეთ განმხილველ მოსამართლეს, თვითონვე შევიტანეთ, დავასწარით,  ფიქრობდა ამას, თუ არ ფიქრობდა, არ ვიცით, მაგრამ ხელ-ფეხი გავუხსენით ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისათვის. ახლა უკვე ნაკლები შანსია ჭორებზე, პიარებზე დაყრდნობით გადაწყვიტოს მოსამართლემ რამე. 
სხვათა შორის, როცა ბუტა რობაქიძის მამა დაიკითხა, მან თქვა ჩვენებაში, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას დავიჯერებო, ეს დაკითხვაში თქვა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ვინაიდან რობაქიძეს ფაქტი არ დაუნახავს თვითონ, მისი ჩვენება ირიბია. ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ამით განაჩენის გამოტანა არ შეიძლება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, არც ის შეიძლება, რომ ირიბი ჩვენებები მტკიცებულებად დაედოს არა თუ განაჩენს, არამედ პასუხისგებაში მიცემის დადგენილებას. ამით ბრალდებას ვერც პროკურატურა გამოიტანს.
ჩვენება მიცემულია მხოლოდ ბატონი სოსო რობაქიძის, ჯერჯერობით. სხვაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვით. შეიძლება ის სხვა, რომელსაც პროკურატურას შეყვანილი ჰყავს მოწმეთა სიაში, სულ არ მოვიდეს სასამართლოში ასეთი ცვლილებების შემდეგ, მით უმეტეს, ზოგადად იმ სიტუაციის შემდეგ, რაც მოხდა, ვთქვათ ვაზაგაშვილის საქმეზე",-განაცხადა კობახიძემ. 
ამასთან, კობახიძის განცხადებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე ძალაში შევიდა. 
შეგახსენებთ, ზურა მიქაძეს  ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე  ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მიტანა და  მტკიცებულების ფალსიფიკაციის მიზნით  შემთხვევის ადგილზე ჩადება ედება.